08:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 12:00:02, 567 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი, რომელებიც მეწყრის, მიწისძვრის და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა.

კერძოდ, კომისიის წევრებმა იმსჯელეს ხელვაჩაურის და ქობულეთის გამგეობების მიერ წარმოდგენილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 26 ოჯახისათვის 3 თვით ბინის ქირის გაგრძელების თაობაზე, სერთო თანხა შეადგენს 23 400 ლარს. აქედან, 9 ოჯახი ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 17 ოჯახი ქობულეთის მინიციპალიტეტში. კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომაზე ასევე, მსჯელობა გაიმართა მეწყრის შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახზე სახლის აღდგენის, ახლის აშენების ან ადგილმონაცვლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე, რომელთა საერთო საკომპენსაციო თანხა განისაზღვრებოდა 40 000 ლარით. ხოლო მეწყრის შედეგად დაზარალებული 5 ოჯხისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის თაობაზე. აქედან, 1 ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, სხვა ოჯახები კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის. კომისიამ ამ შემთხვევაშიც დადებითად გადაწყვიტა დაზარალებულთა დახმარების საკითხი, მხოლოდ ერთ ოჯახთან დაკავშირებით დაევალა ქობულეთის მუნიციპალიტეტს დამატებითი მოკვლევის წარმოდგენა.

სამთავრობოს კომისიის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაზარალებული 2 ოჯახის დასახმარებლად ასევე, გამოიყო 18 407 ლარი.

აღნიშნულ ოჯახებთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს, დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხები გამოიყოფა აჭარის ა/რ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics