2015-07-09 11:38:10, 622 ნახვა
საზოგადოება
ახალდაბასთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა
თბილისში, სოფელ ახალდაბასთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მეწყერი მცირე მასშტაბის იყო და მას მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია.
მეწყერმა მხოლოდ სოფლის გაზსადენი და სავალი გზის ნაწილი დააზიანა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, გაზსადენი სერიოზულადაა დაზიანებული, რის გამოც სოფელ ახალდაბას ამჟამად გაზი არ მიეწოდება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს, შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან