|
2015-07-04 09:42:05, 559 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. მსურს გამოვიყენო მოცემული შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის მხარდაჭერისა და ურყევი პოზიციისათვის. ბატონო პრეზიდეტო, საქართველო მტკიცედ დაიცავს თავისუფლებასთან, დემოკრატიასა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ჩვენს საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან მსოფლიოში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. თქვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო, მე მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული კავშირები და ხანგრძლივი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)