02:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 13:21:41, 5296 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას  ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის მნიშვნელობაზე, ფილოსოფიაზე და პერსპექტივებზე გაამახვილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა თავდაცვის ძალების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მან აქცენტი საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ავტონომიურობის ხარისხის გაზრდასა და დეცენტრალიზაციაზე, ასევე, ამოცანით მართვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე გააკეთა. ამოცანით მართვა ქვედანაყოფების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, ხელმძღვანელობასთან კავშირის გაწყვეტის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედოს, რათა მთავარი მიზნის მიღწევა შეძლოს და მოწინააღმდეგეზე უპირატესობა მოიპოვოს. ლევან იზორიას განცხადებით, ამოცანით მართვა ცალკეული ქვედანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში კი, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს. 

„არმიჰოლში“ გამართულ ლექციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ათმეთაურები და სამხედრო იერარქიით ზემდგომი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics