09:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 19:10:08, 517 ნახვა

საზოგადოება
საუნივერსიტეტო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სრულფასოვნად მონაწილეობის მიზნით, ცვლილებები იგეგმება

საუნივერსიტეტო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სრულფასოვნად მონაწილეობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებები შედის.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება და დაზუსტდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამართლებრივი სტატუსი და მათი როლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოებში; უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ჩართულობა; განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში სამეცნიერო პერსონალის სტატუსი, ასევე, უნივერსიტეტის მმართველობაში მეცნიერების მონაწილეობა; განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის საქმიანობის შიდა შეფასების სისტემის სრულყოფა; დამკვიდრდება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სტატუსები და ცნებები; განხორციელდება მასწავლებლის მომზადების სისტემის სრულყოფა და უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ცვლილებები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მომზადება-განხორციელებაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სრულფასოვან მონაწილეობას, სტრუქტურულ ერთეულში მეცნიერის სტატუსის, მეცნიერთა ატესტაციის, მმართველი ორგანოს განსაზღვრისა და შეფასების სისტემის ფორმირების მიმართულებით სისტემის მოწესრიგებას ისახავს მიზნად.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის სხლოდომაზე მუხლობრივი განხილვის შემდეგ გადაეგზავნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics