07:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 11:37:08, 568 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენი ქვეყანა ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.

ამ განსაცდელის ჟამს, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ საფრანგეთის, ქუვეითისა და ტუნისის ხალხებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics