05:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 10:34:17, 477 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება ქუვეითში, ტუნისსა და საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 2015 წლის 26 ივნისს ქუვეითში, ტუნისსა და საფრანგეთში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რასაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

ქართული მხარე საგანგაშოდ მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში განხორციელებული ტერორისტული აქტების ზრდის ტენდენციას, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტის"(ISIL) მიერ ჩადენილ განსაკუთრებული სისატიკის დანაშაულებს, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.

„ვიმედოვნებთ, მსოფლიო კიდევ უფრო გაააქტიურებს ძალისხმევას ამ გამოწვევის დასაძლევად და  მივიჩნევთ, რომ  საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ერთიანი  რეაგირებისას, რათა არ გაიმარჯვოს ტერორისტების მცდელობამ, რელიგიური და კონფესიური ნიშნით განხეთქილება შეიტანონ ცივილიზებულ სახელმწიფოებს შორის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას  უცხადებს ქუვეითის, ტუნისის, საფრანგეთისა და იმ ქვეყნის მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა ტერორისტულ თავდასხმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics