03:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 09:39:40, 515 ნახვა

საზოგადოება
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგი „მიგრანტთა განთავსების ცენტრის ეფექტური მართვა“ გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ტრენინგი თემაზე - „მიგრანტთა განთავსების ცენტრის ეფექტური მართვა“ დასრულდა.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლება მიგრაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ტრენინგი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი გრეგ პიდაკოსი უძღვებოდა. სწავლების დროს განიხილეს მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში სამედიცინო მომსახურების, საგანგებო სიტუაციების მართვის, კომუნიკაციის და სხვა საკითხები.

კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენელმა მარკ ჰულსტიმ გადასცა და წარმატებები უსურვა მათ. სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, დეპარტამენტის თანამშრომლები და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენელი დაესწრნენ.

ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში“ ფარგლებში ჩატარდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics