05:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 18:03:44, 590 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ერევანში მიმდინარე ფორუმის მონაწილეებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა გააცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე ერევანში მიმდინარე სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ფორუმის მონაწილეებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ გააცნო.

ჯონი კვინიკაძემ დანაშაულის პრევენციისა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ  სესიაზე პროგრამის მიზანი, შინაარსი, შედეგები და გამოწვევები წარადგინა.

ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყოფილი პატიმრების და მათი ოჯახის წევრების დახმარებას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, ერევანში დღეს სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მუშაობის დაწყებამდე სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა შეკრებილ საზოგადოებას სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის.

ფორუმის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მიმართეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სამინისტროს დეპარტამენტებისა და სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics