03:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 11:48:01, 429 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები საქველმოქმედო კონცერტს დაესწრებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 30 ბენეფიციარი დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრება.

ღონისძიება  სახელწოდებით - „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, საქველმოქმედო ფონდ "კეთილსოფლის" ორგანიზებით ჩატარდება. შემოსული თანხა კი თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ფონდში  გადაირიცხება.

კონცერტში მონაწილეობენ  როგორც ფოლკლორული, ისე საესტრადო მუსიკის ცნობილი შემსრულებლები.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი პაპავას ინფორმაციით, „კეთილსოფლის“ დამფუძნებელმა მიხეილ ტყებუჩავამ  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ საჩუქრად 30 ბილეთი გადასცა. ბილეთები გადაეცემათ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მონაწილე ბენეფიციარებსა და მათი ოჯახის წევრებს.  აღსანიშნავია, რომ  საქველმოქმედო ფონდ "კეთილსოფლის" მთავარი მიზანია შ.შ.მ პირების საზოგადოებაში ინტეგირება, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ფონდმა გეგმა შეცვალა და  25 ივნისს,  დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება დედაქალაქში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს მიუძღვნა.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. მისი მიზანია ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა დახმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics