01:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 17:57:16, 605 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მემორანდუმს  სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში ევროპულ და ევროატლნატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ სიტყვით  მიმართა „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს.

სახელმწიფო მინისტრმა გამოსვლისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან არსებითი პაკეტით  გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით ქართული მხარის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე .

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სტუდენტების ჩართულობისა და მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics