22:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 14:28:42, 536 ნახვა

საზოგადოება
აგულაშვილი: გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 12-13 ივნისს ამინდის ცვლილებაზე ინფორმაცია შესაბამის უწყებებში გადააგზავნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 12-13 ივნისს ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის უწყებებში გადააგზავნა.

თუმცა, როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, მეწყერის პრევენცია ზეპირად არ ხდება.

მისივე განმარტებით, თუ რამ შეიძლება მოახდინოს მეწყერსაშიშ ადგილზე მაპროვოცირებელი ეფექტი და დაიწყოს მეწყრული პროცესები, ამის პროგნოზირება გამორიცხულია.

"ყოველდიურად სამინისტრო და გარემოს ეროვნული სააგენტო აგზავნის შესაბამის ინფორმაციას, რაც მის ხელთ არის ამინდთან დაკავშირებით. ამინდის პროგნოზზე ინფორმაცია გადაიგზავნება რამდენიმე უწყებაში. ყოველდღირად ნიშნავს, რომ 12-ში, 13-ში ყოველდღიურად ინფორმაცია იგზავნება ის, რაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გააჩნია.მეწყერის პრევენცია ზეპირად არ ხდება.მას სჭირდება სათანადო აღჭურვილობა და ამ აღჭურვილობის გენერირების გარეშე, არ უნდა შევქმნათ მცდარი მოლოდინები, ჩვენ ვიცით კერები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის გარშემო არსებობს ამდენი მეწყერსასშიში ლოკაცია, კონკრეტულ უბანში, ხეობაში შეიძლება ვთქვათ, რომ 60-ზე მეტი ასეთი ადგილია, მაგრამ როდის შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი, რამ შეიძლება მოახდინოს მაპროვოცირებელი ეფექტი, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, ჭარბი ნალექი, ამისი პროგნოზირება, პრაქტიკულად, გამორიცხულია, არა მხოლოდ საქართველოში, ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც, როგორიც იაპონიაა",-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics