22:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 16:03:16, 532 ნახვა

სამართალი
თეა წულუკიანმა დაბა კაზრეთში კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში რიგით 22-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივებს მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში კაზრეთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები.

აღსანიშნავია, რომ კაზრეთის  საზოგადოებრივი ცენტრი 12000-ზე მეტ მოსახლეს შესთავაზებს სერვისს. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება.

დაბა კაზრეთის გარდა საქართველოში მოქმედი 21 საზოგადოებრივი ცენტრია, რომელთა მეშვეობით 200-ზე მეტი მომსახურების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას,  ნიგოითის, ჯვრის,  შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის,  მუხაესტატეს,  გეგუთის, მეჯვრისხევის,  კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულისა და ღორეშას მოსახლეობას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics