01:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 17:43:45, 3003 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს

ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით, უპრეცედენტო განვითარების დინამიკით, ძალისხმევითა და მონდომებით საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა. ეს კიდევ ერთხელ გაცხადდა გუშინ, ნატოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოფიციალურ დოკუმენტში - გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშში.

სწორედ იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლა მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალზე.

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, დოკუმენტში აქცენტი ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებზე გაკეთდა და განსაკუთრებით გამოიყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივები, რაც საერთო ძალისხმევით საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური განვითარებისთვის, მისი ინსტიტუციური აღმშენებლობისთვის და გაძლიერებისთვის წარმატებით ხორციელდება.

„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ექსპერტებთან ერთად, რომლებიც როგორც ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან არიან წარმოდგენილნი, წარმატებით ვახორციელებთ უკვე არა მხოლოდ ორ ინიციატივას, რომელიც ხშირად იყო 2016-2017 წლების ანგარიშებში მოხსენიებული, არამედ უკვე 2018 წლის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ დამატებით 6 ინიციატივა განხორციელდება და ხორციელდება წარმატებით, რაც არის საამაყო ფაქტი ყველა ჩვენთაგანისთვის“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics