2015-06-17 16:56:01, 696 ნახვა
სამართალი
შსს ზოოპარკის დირექტორის დაკავებას უარყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გურიელიძე დაკავებული არაა და შესაბამისად არც ერთ პოლიციის განყოფილებაში არ იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძე ხელბორკილები დაადეს და პოლიციაში წაიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან