11:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 17:48:13, 404 ნახვა

საზოგადოება
კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, გმირთა მოედანზე და ვაკე–საბურთალოს მიმართულებით ავტომობილით არ გადაადგილდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, გმირთა მოედნისა და ვაკე–საბურთალოს მიმართულებით ავტომობილით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

 კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ ამინდის გაუარესების გამო ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოების შეჩერების მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს არის პრევენციული ღონისძიება, რადგან ნებისმიერი რისკი მინიმუმადე იყოს დაყვანილი.

„ამინდის გამოსწორების შემდეგ საუშაოები გაგრძელდება. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რათა დაზღვეული ვიყოთ ნებისმიერი გართულებისგან. აღნიშნულ მომენტში სიტუაცია ბოლომდე დასტაბილურებული არ არის და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი მინიმუმადე დავიყვანოთ.  გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას ნუ აყვებიან პანიკას, რისი საფუძველიც აღნიშნულ მომენტში არ არის. სიტუაცია მონიტორინგს და კონტროლს ექვემდებარება.  ავტომობილების მფლობელებს გვინდა ვთხოვოთ, რომ  გმირთა მოედნის და თამარაშვილის, ე.წ ვაკე–საბურთალოს მიმართულებით მოძრაობისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ “, – აღნიშნა კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics