00:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 16:59:30, 555 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრმა დაიწყო

დღეიდან აჭარის მოსახლეობას С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში შეუძლია (მის: ჯ. ქათამაძის N11).

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო მომსახურების მისაღებად კლინიკას დღეს 30-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიმართა.

ინფექციურ საავადმყოფოში პროგრამის ამოქმედების პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

„დღეს ბათუმში დაიწყო С ჰეპატიტის პროგრამისათვის ბენეფიციარების რეგისტრაცია და წინასწარი კვლევა. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები უფასოა, ასევე სოცლალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სახელმწიო საჭირო კვლევებს 70 %-ით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისათვის 30%-ით აფინანსებს. დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინასების პროცესში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ქ. ბათუმის მერიაც ერთვება. რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს კვლევა 100%-ით დაუფინანსდებათ, სხვა დანარჩენებს კი თანაგადახდის 60%-ი“, - აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ.

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორის განმარტებით კლინიკა მზად არის სრული მომსახურება გაუწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილეებს.

“ყველა პიროვნებას, რომელსაც აქვს დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ან ეჭვი C ჰეპატიტზე, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და C ჰეპატიტის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის პასუხი. ამის შემდეგ ის ერთვება პროგრამაში და უტარება შესაბამისი კვლევები. კლინიკაში შექმნილია ინფრასტრუქტურა, მოვაწყვეთ ელიმინაციის პროგრამის კაბინეტი და აღვჭურვეთ საჭირო ინვენტარით“, - აცხადებს რეგიონული ცენტრის დირექტორი ჯემალ დუმბაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics