00:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 18:20:19, 2438 ნახვა

სამხედრო
ნუკრი გელაშვილი: გაუგებარია, რამ განაპირობა საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების აღშფოთება მათთვის უცნობ სასწავლო მასალაზე

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამომავლო პროექტს წარმოადგენს.

მისი თქმით, ამ დროისათვის სასწავლო მასალის სამუშაო ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორთათვის და მასზე წინსწრებით ნეგატიური ფონის შექმნა ყველასთვის საზიანო იქნება.

თავდაცვის სამინისტრო, ამ ეტაპზე შესაბამის ექსპერტებთან ერთად მუშაობს სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიაზე და არა კლასიკური ფორმით დასაბეჭდ სახელმძღვანელოზე.

გელაშვილის თქმით, ამ დროისათვის მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სამუშაო ვერსია არსებობს, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს უახლოეს მომავალში.

„ავტორთა მხრიდან შემუშავებული სასწავლო მასალის ბოლო ვერსია დაეგზავნება რელევანტურ უწყებებსა და სპეციალისტებს, მათი მხრიდან შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მიზნით. მას შემდეგ კი, რაც სასწავლო მასალა შეჯერდება დაინტერესებულ მხარეებთან, იგი გამოყენებული იქნება სასწავლო დანიშნულებით საპილოტე რეჟიმში მხოლოდ 14 სკოლაში, რაც გულისხმობს მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებასა თუ წინადადებების ასახვას პარალელურ რეჟიმში.

ნიშანდობლივია, რომ პროექტს ჩვენი ჯარი, რომელიც განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ, ესწრებოდა ათასობით მოსწავლე და ამ სასწავლო კურსის დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია, სწორედ მათი მხრიდან გამოთქმული მაღალი ინტერესი გახდა“, - აცხადებს ნუკრი გელაშვილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics