14:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 11:33:52, 346 ნახვა

საზოგადოება
საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატა თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დახმარებას ისრაელის კომპანიებს სთხოვს

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა წუხელ თბილისში ძლიერი სტიქიის შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ თბილისში მომუშავე ისრაელურ კომპანიებს დედაქალაქში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დახმარების თხოვნით მიმართეს. 

"ვიზიარებ მწუხარებას მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა მაქსიმალურად გვერდში ამოუდგება დედაქალაქის მერიასა და მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისში მომუშავე ისრაელურ კომპანიებს, რათა პირველ ეტაპზე დახმარება აღმოუჩინონ და ყურადღება მიაქციონ მათი ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დახმარება შევთავაზეთ~, _ ნათქვამია  საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, ისრაელის სახლის დამფუძნებლის იციკ მოშეს მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნეს პალატის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე მოვლენების გამო ბიზნეს პალატა იქნება მუდმივ კავშირში დედაქალაქის მერიასთან. 

იციკ მოშე მიმართავს თბილისის მერს, ხვალ შეკრიბოს ბიზნესისა და საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში მერიის მაქსიმალური მხარდაჭერა.    





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics