2015-06-12 13:12:59, 683 ნახვა
სამართალი
კრწანისის სასწავლო ცენტრთან სამხედრო მოსამსახურე ჩამომხვრჩვალი იპოვეს
კრწანისის სასწავლო ცენტრთან სამხედრო მოსამსახურე ჩამომხვრჩვალი იპოვეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
22 წლის ახალგაზრდა კრწანისის სასწავლო ცენტრში მსახურობდა. მომხდარის შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან