2015-06-12 11:40:42, 570 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა ამოიღეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე "თბილისის აეროპორტი", მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა ამოიღეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 11 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქე ვ.ო.-ს ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა - 14 600 დოლარი და 5 160 ევრო - აღმოაჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, ვ.ო.-ს, სანქციის სახით, საქონლის (თანხის) ჩამორთმევა შეეფარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან