23:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 09:33:49, 322 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს „ოჯახში ძალადობის პრევენციისა კომისიის“ წევრებმა ქვემო ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის“ წევრებმა ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სამუშაო შეხვედრაზე 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეები, სამინისტროს მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანიები და აქტივობები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ის პრაქტიკული ხარვეზები მიმოიხილეს, რაც სამართლებრივი მექანიზმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებობს. მონაწილეებმა ერთმანეთს რეგიონში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის დასახული მიზნები და თანამშრომლობის გეგმები გაუზიარეს. შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები აისახება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის მუშაობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics