19:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 15:46:15, 545 ნახვა

საზოგადოება
მყინვარ დევდორაკზე და მდინარე ამალის ხეობაში დღეიდან სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ

მყინვარ დევდორაკზე და მდინარე ამალის  ხეობაში დღეიდან სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ.

ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალისტები მონიტორინგს სტიქიური მოვლენების შესაძლო გააქტიურების შემთხვევაში, ადრეული შეტყობინების მიზნით განახორციელებენ.

 „სსიპ - გარემოს ეროვნული  სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის დახმარებით,  მთა-მყინვარწვერის  ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე,  საცხოვრებელი ვაგონი (ეგრეთწოდებული „კუნგი“)  განათავსეს.   მონიტორინგი განხორციელდება  იმ დრომდე, სანამ არ დამონტაჟდება ავტომატიზირებული ადრეული  შეტყობინების სისტემა.

მონიტორინგი მინიმუმამდე დაიყვანს სამხედრო გზაზე მოძრავი, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და  ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.

ამასთან, დღესვე დაგეგმილი იყო სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირიქითა ხევსურეთში ჩასვლა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჯგუფმა სტიქიის ზონამდე ვერ შეძლო მისვლა“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics