10:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 11:35:30, 579 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ტიტე არეშიძეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე ისაუბრეს და სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობას.

 „გაცნობით შეხვედრაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან განვიხილეთ დარგის მხარდაჭერის სამომავლო გეგმები.  უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სამინისტროებს აქვს მჭიდრო კოორდინაცია იმისათვის, რომ ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება, მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე არეშიძემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელებიც აჭარის რეგიონში აგრარული დარგის მიმართულებით არსებობს; ყველა პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ“ - აღნიშნა ტიტე არეშიძემ.

მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics