08:26 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 10:56:41, 615 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნობა

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაათვალიერებს.

მთავრობის თავმჯდომარე კურორტ „გოდერძიზე" სასტუმრო-კომპლექსების მიმდინარე სამშენებლო პროცესს გაეცნობა და შეხვედრებს გამართავს კურორტით დაინტერესებულ ინვესტორებთან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის - მწვანე ტბის მიმდებარედ არსებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.

ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ორი ლითონის ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

თორნიკე რიჟვაძე ბეშუმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დაათვალიერებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ამჟამად გზის საფუძვლის, მილების  და  კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა წარმოადგენს საკურორტო სოფელ ბეშუმთან დამაკავშირებელ გზას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება  ტურისტების გადაადგილება, ასევე სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები.

თორნიკე რიჟვაძე ასევე ეწვევა ალპურ ბოტანიკურ ბაღს. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. დასრულდა  ბაღის ადმინისტრაციული შენობის და ფუტკრის სახლის მშენებლობა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics