16:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 12:06:23, 7699 ნახვა

კულტურა
შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი დასრულდა

თიბისი სტატუსის და კომპანია ისთერნ პრომოუშენსის მხარდაჭერით, ბათუმში 19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირომ რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა.

წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერირები", როკის ლეგენდა რობერტ პლანტი და "Sensational Space Shifters" იყვნენ.

ჯაზ-ფესტივალში წელს ასევე მონაწილეობენ:  ჯგუფი "Trombone Shorty & Orleans Avenue", DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu და მუსიკოსი Wyclef Jean, რომელმაც ფესტივალის სტუმრებს საკუთარი სოციალური ქსელის გვერდიდან მადლობა ქართულად გადაუხადა.

სხვა მოწვეულ მუსიკოსებს შორის  იყვნენ R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით და DJ "Mop Mop".

 წელსაც ტრადიციულად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებმა ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენისას სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლეს. თიბისი სტატუსის ორგანიზებით, ჯაზ-ფესტივალის მსმენელებისთვის ბათუმის მიმართულებით ჯაზ-მატარებლის რეისიც დაინიშნა.

საფესტივალო კონცერტები  ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართა.

შავი ზღვის რიგით მე-12  ჯაზ-ფესტივალი "Check in Georgia"-ს ფარგლებში ჩარტარდა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics