15:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 13:17:48, 334 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ საცხოვრებელი სახლების ესკიზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს, საცხოვრებელი სახლების ესკიზებზე გამოცხადებულ კონკურსში, საპროექტო, სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამარჯვებული კონკურსანტი გამოავლინა.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, კომისიამ კონკურსში მონაწილე მხარეებს ესკიზურ წინადადებაზე, საკონკურსო წინადადების ფასზე და პროექტის მიწოდებაზე ქულები მიანიჭა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გააკეთა შენიშნვნები და წინადადებები ესკიზის სრულყოფილებისთვის და ბენეფიციარებისთვის უფრო მყუდრო გარემოს შესაქმნელად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საცხოვრებელ სახლზე დეტალების დამატება მოითხოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბენეფიციარებს აღნიშნულ სახლებს მზის გამათბობელითა და სრული კომფორტული პაკეტებით სთავაზობს.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, საცხოვრებელი სახლის პროექტი ექსკლუზიურად გამგეობის საკუთრებაში გადადის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics