17:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 14:46:17, 498 ნახვა

რეგიონი
შუახევში, ხიჭაური-გორხანაულის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო

შუახევის მუნიციპალიტეტში სხავადასხვა მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებთან ერთად, ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება ტურიზმის განვითარება, ტურისტული და დასასვენებელი კერების მოწყობა.

შუახევის მერიის ცნობით, ამ მიზნით დაიწყო კიდევ ერთი პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის, ხიჭაური- გორხანაულის (საახალდაბოს) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე მოეწყობა ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ფანჩატური, საბაღე სკამები და განათება.

მიმდინარე პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 750 ლარი გამოიყო, მშენებლობას შპს ,,ნანგრუპი“ აწარმოებს.

იგეგმება ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების სავაჭრო ჯიხურის დადგმაც.

კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე ტურისტებს, როგორც ადგილობრივებს ექნებათ დასვენების, გართობისა და თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობა.

პროექტის მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, მოადგილე ომარ ტაკიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics