15:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 10:40:37, 370 ნახვა

საზოგადოება
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე სტეფან როპერს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განსაკუთრებულ დავლებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ ეუბიძე, შტაბის უფროსის მოადგილე ტიტე მეძმარიაშვილი, ამავე დეპარტამენტის და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები დასახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშესთან. მისი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ყოველწლიურად თანხმდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები, რომელთა საფუძველზეც, სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა ტრენინგსა და ღონისძიებაში მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics