2018-07-07 01:30:30, 1051 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე სულ 5 კანდიდატურა განიხილა, თუმცა საბოლოო არჩევანი რიჟვაძეზე შეაჩერა.
თავად რიჟვაძის თქმით, ის სამოქმედო პროგრამას მაშინ წარადგენს, როდესაც მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად შეიკრიბებიან.
რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო. ის დამტკიცების შემთხვევაში, ზურაბ პატარაძეს შეცვლის.
შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.
ავტორი: ,