2018-07-05 17:02:14, 487 ნახვა
რეგიონი
Sputnik: რაულ ხაჯიმბამ იორდანიის დელეგაციას უმასპინძლა
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ იორდანიის დელეგაციას უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik ავრცელებს.
მედია საშუალების ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთი და იორდანია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესდნენ.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობების პერსპექტივა მზარდი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესპუბლიკა დიდ ტერიტორიებს არ მოიცავს, გვაქვს საკმარისი რესურსი. ეს რესურსები სწორად უნდა გამოიყენა, რათა სახელმწიფოს აღმშენებლობა იყოს წარმატებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთბები განვითარდეს", - განაცხადა ხაჯიმბამ.
ავტორი: ,