14:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 10:59:14, 694 ნახვა

სამხედრო
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად გაეცნო.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა,შტაბის შენობა და სასადილო. ასევე აშენებულია საკლასო ოთახების შენობა, სადაც ამ დროისთვის რემონტი მიმდინარეობს. დასრულებული შენობების შიდა ინტერიერი, სველი წერტილები, გათბობა-გაგრილების სიტემები სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ საჭირო სტანდარტს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება. ცენტრი 800-ი რეკრუტის მომზადებაზე იქნება გათვლილი.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია შიდა გზების, გარე განათების, სამწყობრო მოედანის, საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და ლაზარეთის მშენებლობა. ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics