2018-06-19 16:32:37, 776 ნახვა
რეგიონი
„მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, გურიაში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობილი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მეფუტკრეობის, მეციტრუსეობის და თხილის მოვლა-მოყვანის საკითხებზე სპეციალისტებმა ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის სოფლების მაცხოვრებლებს კონსულტაციები გაუწიეს.
სპეციალისტებმა ფერმერებს თხილის მავნებლებზე, მათთან ბრძოლის მეთოდებზე, სახელმწიფო პროგრამებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და თემატური ბროშურები გადასცეს.
პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 3 წელია ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.
(NS)
ავტორი: ,