2018-06-18 12:53:29, 730 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით მოსმენილი იქნა ინფორმაციები: 2018 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ; 2018 წლის განვლილ პერიოდში ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს სოფლებში არსებულ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებმა.
თათბირზე განიხილეს სხვა შემხვედრი საკითხებიც.ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.
საუშაო თათბირის მუშაობა შუახევის მერმა შეაჯამა.
(NS)
ავტორი: ,