05:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 18:27:40, 840 ნახვა

რეგიონი
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო.

ახალგახსნილი განყოფილების დათვალიერების შემდეგ, ის პაციენტებს პირადად გაესაუბრა. სამინისტროს ცნობით, ადგილზე საჩხერისა და ჭიათურის რაიონის მცხოვრები პირები გადიან მკურნალობას. ამ დრომდე მომსახურება 72 ბენეფიციარს გაეწია. დღეისთვის ცენტრში  დიალიზის 15 აპარატი მოქმედებს, უახლოეს მომავალში კი, ეს რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დიალიზის განყოფილების გახსნამდე პაციენტები სერვისის მისაღებად თბილისის და ზესტაფონის კლინიკებს მიმართავდნენ. მათი ტრანსპორტირებისთვის თანხა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჰქონდა გამოყოფილი. დღეს კი, თირკმლის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა უკვე საჩხერის მუნიციპალიტეტშივეა შესაძლებელი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და პროექტის შედეგად 20-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics