16:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 11:38:57, 627 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთში გელაურის და კარიერის დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. გასულ წელს დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება ასევე გელაურის დასახლებაში. სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს აჭარის, თხილაიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.

გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პოპოვის, ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის ქუჩებს, ასევე მოეწყო მინი სპორტული მოედანი. კარიერისა და გელაურის დასახლებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 3 600 000-მდე ლარი დაიხარჯება. 2018 წელს ქალაქ ქობულეთში ქუჩების რეაბილიტაციისთვის ჯამში 7 311 128 ლარია გათვალისწინებული. კეთილმოეწყობა 10 ქუჩა. ქუჩები შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics