|
2018-05-25 15:47:57, 775 ნახვა
რეგიონი
შსს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს სამეგრელოში აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქალაქ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გამართავს. უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება. ზუგდიდში, თავისუფლების მოედანი 3 ფუნქციურ ზონად დაიყოფა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს 100 წლის ისტორიას გააცოცხლებს. აღნიშნულ ზონაში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება როგორც ისტორიული ექსპონატები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ამსახველი პრეზენტაციები. ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვედანაყოფის აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენას წარმოადგენს. ასევე, ჩატარდება კინოჩვენებები, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები და დაჯილდოებები. დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)