09:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 15:59:33, 766 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ორ კლინიკაში არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით უფასო აქცია მიმდინარეობს

17 მაისს არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მაისის თვე ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადდა.  მაისის თვის ყოველ ხუთშაბათს უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება.

დღეს დილიდან, არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრსა [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ტბელ აბუსერიძის ქ. 2] მიმდინარეობს.

აქციის მინდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი გაეცნენ. სამედიცინო გასინჯვები  ამავე პირველად ჯანდაცვის ცენტრში მომდევნო კვირის ხუთშაბათს განახლდება.

ჰიპერტენზია ერთ-ერთი მარტივი სადიაგნოსტიკო კლინიკური მდგომარეობაა, მისი შეფასება, დიაგნოზის დასმა, სასტარტო მკურნალობის შერჩევა, მედიკამენტის დოზის განსაზღვრა და კომბინირებული სქემების შემუშავება - ექიმის პრეროგატივაა. ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია! მართე ჰიპერტენზია სწორი მკურნალობით ! #ჯანდაცვა2018 #მართეჰიპერტენზია

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics