10:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 18:52:12, 932 ნახვა

რეგიონი
დავით სერგეენკო ხონის საპატიო მოქალაქე გახდა

დავით სერგეენკო ხონის საპატიო მოქალაქე გახდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ხონელობა-გიორგობის სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვა. 

მან მინისტრს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა. 

დავით სერგეენკო წარდგენილ კანდიდატებს შორის „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ გამოავლინა. მასთან ერთად ტიტული განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, გენერალ - ლეიტენანტს, საქართველოს პოლიტიკური უნივერსიტეტის კანცლერს, მეცნიერ ჯემალ გახოკიძეს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა მელაძესა და პედაგოგ ლიანა ბალავაძეს ხვდა წილად. 

გიორგობისა და ხონელობის დღესასწაული ტრადიციულად 6 მაისს აღინიშნება. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics