08:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 11:36:40, 537 ნახვა

რეგიონი
წყალსადენით ჩანჩხალოს და ნიგაზეულის მოსახლეობა ისარგებლებს

შუახევში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ინწკირვეთის მთის გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს ,, უნივერსალ ჯორჯია 2008 “ ასრულებს.

წალმომარაგების მოწყობა აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებზე 3 247 998 ლარია გამოყოფილი.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 2018 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

დასრულებული პროექტით ისარგებლებს ორი სოფლის ჩანჩხალოს და ნიგაზეულის მოსახლეობა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა - შედუღებითი სამუშაოები და წყლის რკ/ბეტონის რეზერუარის მოწყობა.

პროექტზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics