08:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 10:33:22, 1444 ნახვა

სამხედრო
საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის მიმართულებებს ითვალისწინებს. სწორედ, ამ მიზნით, ლევან იზორიას თელავივში ოფიციალური ვაზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

ქართველ კოლეგას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე ისრაელისგან რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე საშუალო განათლების დაწესებულებებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლების მეთოდების შესახებ გამოცდილებას გაიზიარებს.

 ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტშიც იმყოფებოდა. ვიზიტის დროს ასევე, იგეგმება შეხვედრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან მეირ შაბათთან, ასევე იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმის მონახულება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics