00:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 18:07:20, 680 ნახვა

რეგიონი
17:00 საათის მდგომარეობით, ვანსა და ხონში ამომრჩეველთა აქტივობამ 48.8% შეადგინა

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე შეადგინა 48.8% (23 485 ამომრჩეველი). 

ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე  აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

საერთო ჯამში 60-ვე საარჩევნო უბანზე 408 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს", - განაცხადა მიქელაძემ.

მანკიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალქეებს, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუწყონ და მათ შეახსენა, რომ კენჭისყრის დასრულებამდე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია აკრძალულია.

ცნობისთვის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ: "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"  - გიგი უგულავა; "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე;  "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - ზურაბ ქართველიშვილი; "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics