|
2018-04-02 11:38:48, 934 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, კომპანიამ RMG დარღვევები გამოასწოროს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის წარმოებას ადგილზე გაეცნო. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს და მინისტრმა კომპანიის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმაზე ინფორმაცია მოისმინა. “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადსხვა უწყების თანამშრომლები გაეცნენ RMG ის საქმიანობას. 2015-16 წლებში ჩვენი შემოწმების შედეგად რამდენიმე მიმართულებით იყო დარღვევები გამოვლენილი. მნიშვნელოვანია, რომ ის დარღვევები გამოსწორდეს და სწორედ ამ ღონისძიებებზე გვქონდა საუბარი. უშუალოდ ჩვენი თვალით გვინდოდა გვენახა თუ სად არის კრიტიკული წერტილები, პრობლემები და როგორ იქნება კომპანიის მიერ გამოსწორების მექანიზმები, როგორი იქნება გონივრული ვადები და ამაზე სპეციალისტებთან ერთად შევჯერდებით. ” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ჯონი შუბითიძის განცხადებით, RMG-ის შემუშავებული აქვს გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, რომლის შედგენაშიც საერთაშორისო კომპანია Golder Associates-ი იყო ჩართული. RMG საწარმო საქმიანობას ლევან დავითაშვილთან ერთად მისი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი და სამინისტროში შემავალი სხვა უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
(NS)
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)