10:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 15:01:58, 892 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო, - ამის შესახებ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის დე-ფაქტო ელჩმა სემიონ გრიგორიევმა განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-აბხაზია" ავრცელებს.

როგორც ე.წ. ელჩმა აღნიშნა, პუტინმა რეგიონში 39 427 ხმა დააგროვა.

"ისევე როგორც რუსეთში, ვლადიმერ პუტინმა ოპონენტებს დიდი სხვაობით აფხაზეთშიც გაუსწრო. სხვაობა იყო ერთი, აფხაზეთში მან 20%-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ეს რუსეთში მოხდა", - განაცხადა გრიგორიევმა.

მისივე ინფორმაციით, "მეორე ადგილზეა „კომუნისტური პარტიის“ კანდიდატი პაველ გრუდინინი, რომელმაც 1029 ხმა (2,46%) მიიღო. მესამე ადგილზე „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ვლადიმერ ჟირინოვსკი - 654 ხმით (1,56%) გავიდა, სერგეი ბაბურინმა 286 ხმა (0.68%_ მიიღო, ქსენია სობჩაკმა - 247 ხმა (0.59%) ხმა დააგროვა, ხოლო მაქსიმ სურაიკინმა 98 ხმა მოიპოვა“, - განაცხადა გრიგორიევმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics