01:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 12:25:39, 770 ნახვა

რეგიონი
მიწის სისტემური რეგისტრაციის თემაზე არხილოსკალოსა და არბოშიკის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოსა და არბოშიკში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ ადგილობრივ მოსახლეობას საპილოტო პროექტის მიზნები, ღონისძიებები და პროცედურები გააცნო და მოისმინა  მათი რეკომენდაციები პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად.

საპილოტო პროექტი არხილოსკალოს საპილოტო არეალზე 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და საველე-ტექნიკური სამუშაოები თვენახევარში დასრულდა. ჯამში, აზომილია 1915 მიწის ნაკვეთი, რომელთანაც 985 წარდგენილია საჯაროდ გასაცნობად. დაწყებულია სარეგისტრაციო პროცედურები.

მუნიციპალიტეტის მეორე სოფელ არბოშიკში სამუშაოები 2018 წლის 15 იანვრიდან მიმდინარეობს. უკვე აზომილია 1900-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საველე-ტექნიკური სამუშაოები მარტში დასრულდება, რომლის პარალელურად განხორციელდება რეგისტრაციები.

საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და მისთვის საჭირო მომსახურებები: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება,საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics