01:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 15:29:07, 497 ნახვა

რეგიონი
ყოლბაიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

სასტუმრო „რედისონში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის  პრეზენტაცია გამართა.

მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს  და მათი მნიშვნელობას.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა საჭიროებს, ვინაიდან  გალის ქართული მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების  შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესის საბჭოს დეპუტატები,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics