01:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 19:18:27, 747 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018“-ის გახსნას დაესწრო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე „დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018“ - ის გახსნის ღონისძიებას დესწრო.

ფორუმი „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის ძირითადი მიზანი იყო კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება და დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა.

სტუმრებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტისა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანებმა გააცნეს, ხოლო პროფესიული მომზადების ცენტრის საქმიანობასა და ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაცია ცენტრის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და 3 დამსაქმებელ და პარტნიორ ორგანიზაციას შორის (კოლეჯი“იკაროსი“, შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი", შპს „GEOFIBRE“) თანამშრომლოვის მემორანდუმები გაფორმდა.

საზღვაო სფეროში კვალიფიცირებული კადრების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო სფეროში მოქმედ მარეგულირებლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან.

ფორუმის გახნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსსა” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. ასევე ,საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიის, რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებმა მკვეთრად დასახეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და სურვილი გამოთქვეს უფრო მჭიდროდ ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics