19:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 17:02:01, 597 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებას ახალ შენობაში დაიწყებს

უახლოეს დღეებში ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი პაციენტებს რებილიტირებულ შენობაში სრული დატვირთვით მიიღებს.

რეაბილირირებული სამედიცინო დაწესებულება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა - ზაალ მიქელაძემ, თურქეთის ელჩმა საქართველოში - ფატმა ჯერენ იაზგანმა, თურქთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში - მაქბულე ქოჩაქმა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს A კორპუსის კეთილმოწყობითი სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისაა და კოორდინაცის სააგენტომ 2016 წელს დაიწყო.

„დაწესებულება აღიჭურვა უახლოესი სამედიცინო აპარატურითა და საოფისე ინვენტარით. სარეკონსტრუქციო სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) დააფინანსა. რებილიტირებულ შენობაში განთავსდა ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე ჩატარდა რემონტი, მაგრამ დაწესებუელბა მაინც არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს.

აჭარის მთავრობას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა წარმატებული მაგალითებიც აქვს. ერთ-ერთი ასეთია, მახინჯაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა. ამ დახმარებით, ყოველდღიურად ცენტრში 150-მდე შშმ ბავშვი რეაბილიტაციის კურსს ადაპტირებულ გარემოში გადის. სააგენტოს მხარდაჭერით ასევე აშენდა აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics