17:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 10:35:02, 748 ნახვა

რეგიონი
„ჯასთ კაფე“ ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებსაც მოემსახურება

თბილისისა და ბათუმის შემდეგ „ჯასთ კაფე" ამიერიდან ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებსაც მოემსახურება.

31 იანვარს „ჯასთ კაფეს" პრეზენტაცია იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა გამართა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის იუსტიციის სახლში მისული სტუმრები ასობით სერვისს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ. იუსტიციის სახლი მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვას მუდმივად აგრძელებს და ამჯერად „ჯასთ კაფეს" სიკეთეებით, თბილისისა და ბათუმის მსგავსად, ქუთაისის მცხოვრებლები და უცხოელი სტუმრებიც ისარგებლებენ. 

„ჯასთ კაფეს" უნიკალურობას სძენს მისი ორმაგი ფუნქცია. ქუთაისის იუსტიციის სახლში მყოფ მომხმარებელს, ფინჯანი ყავისა თუ კაფეს მიერ შემოთავაზებული კერძების დაგემოვნების პარალელურად, შეუძლიათ ისარგებლონ იუსტიციის სახლის არაერთი მომსახურებით - დააფიქსირონ მოთხოვნა ამა თუ იმ სერვისზე, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია თუ მზა დოკუმენტი, მაგალითად, პასპორტი, პირადობის მოწმობა, ამონაწერი საკუთრების შესახებ და სხვ. 

განაცხადის მიღებას მომსახურებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე საშუალებით კაფეში მყოფი ოპერატორები ახორციელებენ. ადგილზე ხდება პირადობის მოწმობისა თუ პასპორტისთვის აუცილებელი ფოტოსურათის გადაღებაც.

„ჯასთ კაფე" იუსტიციის სახლის სერვისებით დაინტერესებული სტუმრებისთვის იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics