09:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 17:47:11, 1113 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსაზმადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ახალი სპორტული კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება, ყოფილი ელექტრომექანკური ქარხნის ტერიტორია შემოღობილია და მოსამზადებელი მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის ხელმძღვანელი პირებისაგან სპორტული კომპლექსის შესახებ ინფორმაცის მოისმინა.

3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.

ზურაბ პატარაძის თქმით, ეს იქნება განსაკუთრებული სივრცე არა მხოლოდ თავისი დატვირთვითა და ფუნქციებით, არამედ გამორჩეული არქიტექტურული დეტალებითა და სილამაზით.

„ეს არის კიდევ ერთი მეგა პროექტი. სულ მალე ბათუმი მიიღებს მრავალფუნქციორ სპორტულ კომლექსს. ხედავთ, რომ ეს სიტყვაც უკვე იქცა საქმედ, სამშენებლო პროცესი დაწყებულია. აქ განთავსდება 26 სპორტული სექცია, სივრცეები, რომლებიც უმასპინძლებს არა მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებს, არამედ საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებს", - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

სპორტული კომლექსის მშენებლობა 16 თვეში დასრულდება და მისი ღირებულება 61 977 777 ლარს შეადგენს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics